გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები თანამშრომლობას აგრძელებენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მოსწავლეებმა თემის პრობლემები შეისწავლეს, საპროექტო განაცხადი მოამზადეს და ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნეს.

მოსწავლეთა პროექტები – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების შესახებ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. ამ პროექტების განსახორციელებლად ახლა მოსწავლეები თვითმმართველობისგან დახმარებას ელიან.