2015 წლის 30 იანვარს, ქ. რუსთავისა და ახალი სამგორის საჯარო სკოლების IX-X კლასის მოსწავლეები რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვივნენ.
რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერმა ლანა წულაიამ მოსწავლეებს იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მოსწავლეებმა მოინახულეს იუსტიციის სახლის ყველა განყოფილება, დაესწრნენ მუშაობის პროცესებს და მიიღეს პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.