გარდაბნის №1 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები, პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კოლეჯ „მოდუსს“ ეწვივნენ. მოსწავლეებს კოლეჯის კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა უმასპინძლა და დაათვალიერებინა თაბაშირ-მუყაოს მონტაჟის, ელექტროობის, შედუღების, სანტექნიკის სისტემის ექსპლუატაციის, მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების, კულინარიის, სამკერვალო წარმოების, დეკორატიული მცენარეების მოვლის და სხვა საამქროები.
![](https://civics.ge/wp-content/uploads/2024/08/1668366862-967x725.jpg)