პროექტის იდეა მოსწავლეებს რუსთავის ავტობუსების აფრეხში ვიზიტისას გაუჩნდათ, სადაც დაათვალიერეს ტერიტორია, გაეცნენ ავტობუსების უსაფრთხოების სტანდარტებს და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშობის სხვა თავისებურებებს. ვიზიტის შემდეგ, მოსწავლეებმა თემში ჩაატარეს გამოკითხვა, რის შედეგადაც გაარკვიეს, რომ მოსახლეობის ნაწილი, კონკრეტულად ზრდასრული და ხნშიშესული ადამიანები, არ იხდიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოსწავლეებმა მიმართეს რუსთავის მერიას და მიიღეს უფლება, რომ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში განეხორციელებინათ პროექტი “მომეცი მაგალითი – გადაიხადე”. მოსწავლეები გადანაწილდნენ ქალაქის ავტოტრანსპორტში და რამდენიმე საათის განმავლობაში, კონტროლიორებთან ერთად, ეხმარებოდნენ მგზავრებს საფასურის გადახდაში.

მოსწავლეებმა ასევე დაარიგეს შპს რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ფლაერები, სადაც ახსნილია ავტოტრანსპორტში გადახდის წესები და პოპულარიზაცია გაუწიეს School Card-ების გამოყენებას.მოსწავლეების განცხადებით, მათი პროექტი მიზანი იყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების ამაღლება.