2018 წლის 4 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია ;მომავალის თაობა – აქტიური მოქალაქეობისთვის;. კონფერენციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს განხორციელებულ ადვოკატირების პროექტებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, თანატოლთა შორის ძალადობის შემცირება, საგზაო უსაფრთხოება და შშმ პირების უფლებათა დაცვა.
ასევე სტუმრებს გააცნეს კლუბების მიერ დაგეგმილი ინიციატივები. კონფერენციას ესწრებოდა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი.
მან მოიწონა მოსწავლეების აქტიურობა და მხარდაჭერა აღუთქვა ახალგაზრდებს ინიციატივების განხორცილებაში.კონფერენციას ესწრებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პროგრამის 12 პარტნიორი სკოლის პედაგოგები და სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეები.