2015 წლის 2 ნოემბერს, გორში,  საზოგადოება „ბილიკის“  ოფისში, გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეების შეხვედრა  გაზეთ ,,პრაიმ ტაიმის” რედაქტორთან ქ-ნ ქეთი ხატიაშვილთან. ქ-ნმა ქეთიმ შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეებს ჟურნალისტური გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მოსწავლეების კითხვები ძირითადად ეხებოდა თუ როგორ ხდება რესპოდენტების შერჩევა და ფაქტების მთელი სიზუსტით გადმოცემა. ,,პრაიმ ტაიმის” რედაქტორს მოუწია გაეხსენებინა, რომელი იყო მისი ყველაზე რეზონანსული სტატია და ჰქონია თუ არა ადგილი მის პრაქტიკაში სხვადასხვა მხარეების მიერ თავისუფალი მედიის საკითხებში ჩარევას.

„მიუხედავად იმისა რომ მოზარდებს სამომავლოდ სხვადასხვა პროფესია აქვთ არჩეული, ისინი მაინც კრიტიკული აზროვნებით და მედიისადმი განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევიან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სირთულეებს, რასაც ჟურნალისტი ხშირად ამ სფეროში მუშაობისას აწყდება“-სთქვა ქ-ნმა ქეთიმ შეხვედრის ბოლოს.

შეხვედრის დასასრულს, ქეთი ხატიაშვილმა მოზარდები ,,პრაიმ ტაიმის” რედაქციაში მიიწვია ჟურნალისტის მუშაობის  ადგილზე გასაცნობად. მოზარდები დედაქალაქს ნოემბრის ბოლოს ესტუმრებიან.