2015 წლის 30 იანვარს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 14 სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა.
ახალგაზრდული ფორუმის მიზანი იყო, ახალგაზრდების მიერ თემში არსებული პრობლემების კვლევა, მათი მოგვარების გზების მოძიება. ფორუმის მონაწილეებმა ფასილიტატორებთან ერთად იმუშავეს ისეთ თემებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, საგზაო უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა – შეკეთება/რეაბილიტაცია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო საკითხებზე.
ჯგუფებში მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ თემში და სკოლაში არსებულ პრობლემებზე, იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე და გაწერეს სამუშაო გეგმა. ფორუმის დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაციები.
ფორუმს დაესწრო ორგანიზაცია PH Intarneational-ის წარმომადგენელი, პროგრამის “მომავლის თაობა” რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი – თამარ ფრუიძე. მან მოსწავლეებს დაგეგმილ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ახალგაზრდული ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მარნეულისა და ბოლნისის სკოლების 29 მოსწავლემ და 15 პედაგოგმა, ღონისძიება გაშუქდა მარნეულის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. პროგრამა “მომავლის თაობა” ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა პროგრამის “მომავლის თაობა” ქვემო ქართლში პარტნიორი ორგანიზაციის სიქა – საგანმანათლებლო ინიციცატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით