2017 წლის 20 ოქტომბერს, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ფენიქსი“ და შპს კავკასიის ბიზნესის სკოლის სამოქალაქო კლუბის „ამბიონი“ წევრი მოსწავლეების ინიციატივით ჩატარდა მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის ლუკა სარალიძის ლექსების პრეზენტაცია და მოეწყო ნახატების გამოფენა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სალიბაურის N2, ბათუმის N10 საჯარო სკოლების, შპს ევრო 2000 და შპს კავკასიის ბიზნეს სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები, მასწავლებლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრი პედაგოგები და არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობელი“ წარმომადგენელი.
„პროგრამა „მომავლის თაობა“ სისტემატიურად თანამშრომლობს ჩვენთან. ყოველი მათი ვიზიტი დასამახსოვრებელია და წარმატების მომტანია ჩვენთვის.
დღევანდელი დღე არის დაუვიწყარი. ეს ჩემი დიდი ოჯახია.“ – ლუკა სარალიძე, მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარი.
დაიგეგმა ლუკა სარალიძის ლექსების გამოცემა ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, აქტიური მოქალაქეობის ქსელის, სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.