ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 22 სკოლის წარმომადგენელმა აუდიტორიას გაუზიარა სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებული ინიციატივები. აღნიშნული ინიციატივები სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ემსახურებოდა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
ლიდერი სკოლები, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკის კონკურსის საფუძველზე, უკვე მეორედ გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, წელსაც 44 ლიდერი სკოლაა შერჩეული.
ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი იმართება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.