ფორუმის მეორე დღეს, საქართველოს მასშტაბით კიდევ 11-მა სხვადასხვა სკოლამ წარმოადგინა პრეზენტაციები. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა დამსწრეებს გაუზიარეს სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივები.

ფორუმი გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ასევე, ფორუმზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.ფორუმის პირველი სესიის – მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი ფორმალურ განათლებაში – ფასილიტატორი იყო განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, რომელიც გ.

ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის წარმომადგენელია. ფორუმის მეორე სესიას – მოსწავლეთა თვითმმართველობა და სკოლის საჭიროებები – ფასილიტაცია გაუწია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მოსწავლეთა თვითმმართველობების ქსელის კოორდინატორმა ლევან ღამბაშიძემ, რომელიც ასევე გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას წარმოადგენს. ფორუმს ონლაინ დაესწრო 600-ზე მეტი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით.