შიდა ქართლში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმს ესწრებოდა „ლიბერთის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ზაქარიაძე, რომელიც მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს გაეცნო. ,,თითოეულ პროექტს ჰქონდა მაღალი სოციალური ღირებულება. ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება. ვინაიდან ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა, ამიტომ არჩევანი ორ პროექტზე შევაჩერეთ: „შეიყვარე წიგნი“ და „მეტი ინკლუზია ბიზნესში“. მნიშვნელოვანია კერძო სექტორმა წაახალისოს მოსწავლეების ასეთი ინიციატივები და მათი პროექტები რეალობად აქციოს. ვფიქრობ, ლიბერთის გვერდით დგომა მოსწავლეებისთვის არაერთი იდეის განხორციელების სტიმული იქნება. ჩვენ მათთან დავმეგობრდით‘’ – ამბობს თამარ ზაქარიაძე. ლიბერთის მიერ შერჩეული პირველი პროექტია „შეიყვარე წიგნი“, რომელიც ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით. პროექტი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მოზარდთა ფუნქციურ მკითხველად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ასევე, ლიბერთის მხარდაჭერით განხორციელდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლების პროექტი „მეტი ინკლუზია ბიზნესში“, რომელიც ახალგაზრდებში ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით ბიზნესის დაინტერესებას ითვალისწინებს.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024