სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათ სოფელში არსებული სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლის პოპულარიზაცია გადაწყვიტეს. წლების წინ მენჯის ბალნეოლოგიური კურორტი საყოველთაოდ ცნობილი იყო და მას მრავალი ადამიანი სტუმრობდა.

ახლა ბალნეოლოგიური კურორტი არ ფუნქციონირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ჩამოდის აქ სამკურნალოდ, თუმცა გზაზე ნიშნულების არ არსებობის გამო სოფლის მიგნება უჭირთ.

მოსწავლეების ინიციატივით, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით ზუგდიდი-თბილისის მთავარ ავტომაგისტრალზე, სოფელ თეკლათის მონაკვეთში განათავსეს ორენოვანი ბანერი, რომელიც კურორტამდე მისასვლელ გზას მიუთითებს.გარდა ამისა, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თუ რა დაავადებების განკურნება შეიძლება სოფელში არსებული მინერალური წყლის აბაზანებით, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების შესახებ და დაამზადეს ბუკლეტები, რომელიც თავიანთ თემში და ქ.

სენაკში დაარიგეს.