სოფელ როხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „სხივი“ წევრებმა სკოლაში კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შემოღებული წესების შესახებ ინფორმაციის სწორად და კომპეტენტურად მომზადებისა და გავრცელების მიზნით კონსულტაცია ექიმთან გაიარეს.შეხვედრაზე ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა მოზარდების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ახალ რეალობაში ადაპტირება, მშობელთა ინფორმირება და ინფორმაციის მარტივად მიწოდება.მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეები საინფორმაციო მასალას მოამზადებენ, სკოლაში გაავრცელებენ და ფეისბუქ გვერდზეც ატვირთავენ.