2015 წლის 10 თებერვალს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა კონფერენცია ოჯახური ძალადობის თემაზე. კონფერენციას წინ უძღვოდა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში ორგანიზებული ესეების კონკურსი.
კონფერენციის მსვლელობის დროს წარმოდგენილი და განხილული იყო ჟიურის მიერ საუკეთესო ნაშრომად დასახელებული ბოგვის საჯარო სკოლისა და რუსთავის კერძო სკოლა “რეცას” მოსწავლეების ესეები. ასევე გაიმართა დისკუსია ოჯახური ძალადობის თემაზე.
მოსწავლეების მიერ კონკურსისთვის მომზადებული თემები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ეკატერინე ფავლენიშვილი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელი, ლიანა ჩარკვიანი – რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი, სოფო ხუციშვილი – რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი. შეხვედრაზე კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს კი – სიგელები და წიგნები.
კონფერენციას დაესწრნენ პროგრამის პარტნიორი დმანისის, ბოლნისის, გარდაბნის და რუსთავის სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სულ 53 მონაწილე.