2016 წლის 11 მარტს, ქუთაისში, ქალთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; იმერეთის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწილეობით, კონკურსის „ქალები ცვლილებებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება. შემაჯამებელ ღონისძიებაზე 19-მა ფინალისტმა წარადგინა პრეზენტაციები, იმ ცნობილი, თუ უცნობი ქალების შესახებ, რომლებიც არიან აქტიური მოქალაქეები, თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებების დაცვას ან სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას, ცვლილებებს უკეთესი მომავლისათვის.
კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ქეთი ბერძენიშვილი – რადიო „ძველი ქალაქის“ პროგრამების დირექტორი, ნუგეშა გაგნიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლალი შენგელია „ფონდი სოხუმის“ საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელი.
პირველი ადგილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ნინო კიკაჩეიშვილმა დაიკავა, მან წარმოადგინა პრეზენტაცია მე2 მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონზე თამარ მუშკუდიანზე. მე2 ადგილი წილად ხვდა ქ.
ქუთაისის №14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრს ნინი ხარაიშვილს. მისი პრეზენტაცია ჟაკლინ ტიბულთუს მოღვაწეობას ეხებოდა, ხოლო მე3 ადგილი დაიკავეს წყალტუბოს სკოლა „ოცნების“ სამოქალაქო კლუბის წევრებმა ანა მოსეშვილმა და ნინო მაღალდაძემ მალალა იუსუფზაის შესახებ წარმოდგენილი პრეზენტაციისათვის. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები.