2017 წლის 20 აპრილს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, გაიმართა პედაგოგთა ბლოგების კონკურსის „სამოქალაქო განათლების გზავნილები“ და მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირების კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა პროგრამის დირექტორი, მარინა უშვერიძე.

შემდეგ კი კონკურსში გამარჯვებულმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. ბლოგების კონკურსის გამარჯვებულნი გახდნენ: ნაფარეულის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი – ნატალია ბერიაშვილი, ბათუმის შპს „მომავლის სკოლის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგი – ია კიწმარიშვილი, ბოძაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი – ვარლამ ხოზრევანიძე, ძველი ქანდის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი -ინგა ბედიანაშვილი, გურიანთას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი – ლიზა ლომჯარია.

მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირების კონკურსში გამარჯვებულები არიან: სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის მოსწავლე – ალმაზ მამედოვი, თელავის №6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ერთობა“ წევრი მოსწავლეები, სალიბაურის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ფენიქსი“ წევრი მოსწავლეები. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ვიდეოსათვის – ბათუმის „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ სამოქალაქო განათლების კლუბის „ამბიონი“ წევრი მოსწავლეები, პოპულარული ვიდეოს შექმნისთვის გომის საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიკა გაგნიძე და მშობლიური მხარის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ვიდეოსათვის ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლე – მირანგულა მუკბანიანი.

ყველა გამარჯვებულს გადაეცა სიგელი და პრიზი. პედაგოგთა ბლოგების კონკურსის „სამოქალაქო განათლების გზავნილები“ და მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირების კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ – პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, ჟიურის წევრები, PH International-ის, USAID-ის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის და თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენლები.