პროექტის საწყის ეტაპზე, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, როგორც თანატოლებში, ასევე მშობლებში, რათა გაეგოთ მათი მოსაზრებები პროფესიული განათლების შესახებ. შემდეგ, ესტუმრნენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მათ შორის იყო ვიზიტი გლდანის პროფესიულ მოსამზადებელ ცენტრში, ტრენინგი “ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და მზისგან დამცავი სისტემების მონტაჟის” შესახებ და სხვა აქტივობები.
პროექტის დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეები ეწვივნენ “დიოს” ოფისს, სადაც გაესაუბრნენ კომპანიის თანამშრომლებს, დაათვალიერეს საწარმო და მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები.