“ბუბუს თამაშები” აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის პროექტია. იგი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშის შექმნას, რომელიც შედგება ბარათებისგან და მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა საგნის სწავლებისას. მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს მზადება პროექტის განსახორციელებლად. “ვაჩუქოთ მეორე სიცოცხლე” წალენჯიხის #5 საჯარო სკოლის პროექტია. მისი მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვისა და მათი უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ. მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს ნარჩენების შეგროვება და დახარისხება.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024