მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “საინტერესო თაობა” ინიციატივითა და ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სკოლაში მოეწყო ნახატების კონკურსი “მამები და ქალიშვილები”. კონკურსის მონაწილეებმა თავის ნამუშევრებში ასახეს მათ თემში მამებისა და ქალიშვილების დამოკიდებულება ოჯახში და გოგონების როლი თანამედროვე ცხოვრებაში.

ნახატების უმრავლესობაში ყურადღება გამახვილდა განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე. 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, სკოლის ფოიეში მოეწყო ნახატების გამოფენა.

გამოფენაზე მოიწვიეს მოსწავლეების  მამები და ბაბუები. მოეწყო ნახატების განხილვა და დისკუსია გოგონების როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში.

გამოფენის ორგანიზატორებმა გამოავლინეს სამი საუკეთესო ნახატების ციკლი, რომელთა ავტორებიც სიქამ, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორმა ორგანიზაციამ ქვემო ქართლის რეგიონში, დააჯილდოვა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.