ირმა გორდელაძე სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ის მოსწავლეებს კარგ მოქალაქეობას, თემზე და სკოლაზე ზრუნვას ასწავლის.
იგი უკვე ორი წელია ბუნების დაცვისთვის და თემში ეკო-ცნობიერების ამაღლებისთვის იბრძვის.თანამოაზრეებთან ერთად ირმამ მდინარე აჭის ხეობაში ინერტული მასალის მოპოვება გააპროტესტა. შედეგად კარიერების მუშაობა შეჩერდა, თემი გაერთიანდა და მედგრად იცავს მდინარის უნიკალური ხეობას.
ირმა გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაციის “ეკოს“ დამფუძნებელი გახდა და ოზურგეთის მდინარეების დაცვა და მოსახლეობის გარემოსდაცვით დემოკრატიაში გაცნობიერება დაისახა მიზნად.„ჩემს წამოწყებულ სამოქალაქო აქტივობას ბევრი ადამიანი შემოუერთდა“ – ამბობს ირმა, – და მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ შეგვიძლია გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ. მიხარია, რომ ეს შეგრძნება და აქტივიზმი ასე მისაბაძი და გადამდებია.
დღეს უკვე ბევრმა გააცნობიერა, რომ ბუნებას აქტიურად სჭირდება დაცვა და რომ ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“.და მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ხშირად რთულ პირობებში უწევს – მდინარის ხეობაში, უგზოობასა და სიცივეში, სადაც დასაქმებულთა 100% მამაკაცია, ის მაინც საკუთარ სიტყვას ამბობს ადგილობრივი ეკოსისტემის დაცვის საქმეში.