ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში, ბათუმის №16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, მოსწავლეები:ეწვივნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, გაეცნენ ჟურნალისტების სამუშაო პროცესს და შეიტყვეს ინფორმაციის მიღების, დამუშვებისა და გავრცელების მეთოდების შესახებ;ჩაერთნენ ონლაინკონკურსში და გამოავლინეს „წლის დეზინფორმაციასთან მებრძოლი“, რომელმაც საუკეთესოდ გაართვა თავი ყალბი ინფორმაციის ამოცნობას; დაესწრნენ სკოლის თვითმმართველობის წევრების მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებს მედიაწიგნიერების, დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მიღების უფლებების შესახებ;