კონფერენციაზე, პროექტის გუნდმა წარადგინა განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია – პრაქტიკის კვლევები და მიღებული შედეგი. ასევე მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ მოხსენებები შემდეგ თემებზე: – საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლა, დემოკრატიული სკოლა, მოსწავლეები და სასკოლო კულტურა.
კონფერენციაზე გაიმართა პანელური დისკუსიები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, დირექტორების, მასწავლებლების, სკოლის ფსიქოლოგისა და მოსწავლის ჩართულობით.