2016 წლის 14 ივნისს ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში ამანათი მივიდა  წარწერით ,,უწერას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისგან’’. ამანათში ხელნაკეთი თოჯინები იყო, რომელიც კლუბის წევრებმა საკლუბო ინიციატივის ფარგლებში დაამზადეს.

ხელნაკეთი თოჯინების იდეა სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად გაჩნდა. მოსწავლეებმა თოჯინების დამზადება ისწავლეს.

ამ ინიციატივას მხარი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმაც დაუჭირა და თოჯინებისთვის საჭირო მასალა – ძაფები, ქსოვილები და სხვა აქსესუარები კლუბის წევრებს გადასცა. ,,ჩვენი პირველი ნამუშევრები შშმ ბავშვებს გავუგზავნეთ.

თოჯინების დამზადებას მომავალშიც გავაგრძელებთ, ამასთან დაკავშირებით ბევრი ინიციატივები გვაქვს’’, – განაცხადა ნინო მეტრეველმა, უწერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა.