2017 წლის 24 თებერვალს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ კახეთის რეგიონის მონაწილე სკოლების მოსწავლეების ინიციატივით თელავში აქცია-პერფომანსი გაიმართა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. აქციის მონაწილეებმა ქალაქის მთავარი მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს და ნაავარიები მანქანა იმის მტკიცებულებად მიიტანეს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა აუცილებელია.
მოსწავლეების მიერ მომზადებული პოსტერები როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მძღოლებს მოუწოდებდა საგზაო წესების დაცვისაკენ.