თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში პანდუსი დამონტაჟდება.სკოლში განსაკუთრებით ზრუნავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობაზე და სასწავლო პროცესში მათ სრულფასოვან ინტეგრაციაზე. სკოლაში არის კარგად აღჭურვილი რესურს ოთახი და ადაპტირებული გარემო.იმისათვის რომ, სკოლას ჰქონდეს ყველა პირობა და ნამდვილად იყოს თანასწორთა სკოლა, სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიმართეს წერილობით თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ქ-ნ თამარ ტალიაშვილს დახმარებისათვის და თანამშრომლობა შედგა.