ეს კარგი ამბავი თბილისის №119 საჯარო სკოლის მოსწავლეების და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.მოსწავლეებმა გლდანის მოსახელობა გამოკითხეს, რომელმაც ერთ-ერთ პრობლემად მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკლებობა დაასახელა. ეს, განსაკუთრებით №119 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ავჭალის რაიონის ტერიტორიაზე გადაადგილებას ურთულებდა.
აღნიშნული საკითხით, მოსწავლეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართეს და დამატებითი ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვეს. მოსწავლეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
დღეს, ადგილობრივი მოსახლეობა ახალი №45-1 სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს და მარტივად გადაადგილდება №119 საჯარო სკოლის და უახლოესი მეტროსადგურის მიმართულებით.