თბილისის №114 საჯარო სკოლაში განხორციელდა მცირე გრანტის პროექტი-,,ბუნების კანონს, ნუ გგონია, რომ წინ უძღვები“. პროექტის მიზანი სკოლის ეზოში სკვერის შექმნა გახლდათ, რათა მოსწავლეებს დასვენებისთვის შესაფერისი გარემო ჰქონოდათ.
პროექტის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სკოლის დირექცია, მოსწავლეები, მათი მშობლები, გარემოს დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია. მათ არაერთი აქტივობა განახორციელეს ერთობლივად.
ჩაატარეს სკვერის ერთობლივი დასუფთავების აქცია. ფერადი საღებავებით შეღებეს ყვავილების დასარგავად გადაკეთებული საბურავები.
გარემოს დაცვის სამინისტრომ სკოლას გადასცა ნერგები ხოლო მერიამ ეზოს სკამები. პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ნახატების კონკურსი ეკოლოგიის თემაზე. საკონკურსო ნამუშევრები სკვერის საზეიმო გახსნაზე იყო წარმოდგენილი. სკვერის გახსნას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი, რომელიც მოსწავლეებს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე ეხმარებოდა. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე და მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები.