მომავალი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის წევრთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე მოსწავლეებმა პრიორიტეტული თემები დაასახელეს: ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების პრევენცია, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;ასევე, შეიმუშავეს ივლისის თვის სამოქმედო გეგმა, რომელიც საინფორმაციო კამპანიების ორგანიზებას, დასუფთავებისა და გამწვანების ღონისძიებების მოწყობას, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან და ცნობილ ადამიანებთან შეხვედრას და ამ ყველაფრის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადებასა და სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებას ითვალისწინებს.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024