მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაიდარისა და ხულდარის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე თანატოლთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სასკოლო კედლის გაზეთი მოამზადეს. სასკოლო კედლის გაზეთი მოიცავს ინფორმაციას თემებზე: საქართველოს კანონმდებლობა ადრეული ქორწინების შესახებ, რა ზიანი მოაქვს მოზარდისთვის ადრეულ ასაკში ქორწინებას, როგორ ფერხდება განათლების მიღება და პროფესიის დაუფლება.
მოსწავლეები გეგმავენ გააგრძელონ თანატოლების ინფორმირება ნაადრევი ქორწინების შესახებ.