კისისხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამარ ზუროშვილი ახალგაზრდა ბლოგერია. მან მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში  ორგანიზებულ სოციალური მედიის ტრენინგში და შექმნა ბლოგი.

შემდეგ, ტრენინგზე მიღებული ცოდნა თანატოლებს გაუზიარა. ჩაატარა ორი თანატოლგანმანათლებლის ტრენინგი, როგორც საკუთარი სკოლის, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეებისათვის.

ამჟამად მისი ბლოგი მონაწილეობას ღებულობს პროგრამის „მომავლის თაობა“ მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში. თამარ ზუროშვილმა მისი ბლოგის მკითხველებს  პროგრამის  „მომავლის თაობა“  ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.

„მას შემდეგ, რაც შევქმენი საკუთარი ბლოგი, მომეცა საშუალება უკეთ მომეხდინა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. იმაზე სასიამოვნო არაფერია, როცა წერ შენთვის საინტერესო თემებზე და შენს შეხედულებებს და იდეებს საზოგადოებას უზიარებ. სწორედ ბლოგის საშუალებით შევძელი მომეხდინა ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობების პოპულარიზაცია“ – წერს თამარი. თამარის მიერ დაწერილი წერილის სათაურია:   პროექტის  „მომავლის თაობა“ როლი ჩემს ცხოვრებაში. წერილის სანახავად გთავაზობთ ბმულს:https://tamarasblogi.wordpress.com/2015/05/27/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1/comment-page-1/№comment-13