დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის სამოქალაქო კლუბმა ,,კრეატივი‘’ განახორციელა საქველმოქმედო პროექტი ,,ჩემთვის უსარგებლო, სხვისთვის სასარგებლო“. კლუბის წევრებმა ჩაატარეს სოფელში არსებული პრობლემების კვლევა.კვლევის შედეგების საფუძველზე მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს და ზედა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყოთ საქველმოქმედო ოთახი.

ამისათვის ახალგაზრდებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად დაიწყეს ადვოკატირების კამპანია სოფლის რწმუნებულთან ბატონ ბეჟან სუხაშვილთან. მოლაპარაკებების შედეგად ზედა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მოსწავლეთა ინიციატივით მოეწყო  საქველმოქმედო ოთახი, რომლითაც სარგებლობა შეუძლია თემის ყველა წევრს.

მოსახლეობას მიაქვს ნივთები, შემდეგ ხდება ნივთების გადახარისხება და სოციალურად შეჭირვებული ადამიანები (არჩევენ) იღებენ მათთვის საჭირო ნივთებს. ,, მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სამოქალაქო საქმიანობაში, მათ შეუძლიათ პრობლემის განსაზღვრა და მისი გადაჭრის გზების მოძიება, რაც აუცილებლად დაეხმარება ჩვენს სოფელს განვითარებაში“-განაცხადა ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა, პაატა ჭინჭარაულმა.