აქტიური მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების სწავლების პოპულარიზაციის მიზნით სოფელ ტეზერის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეების მონაწილეობით ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინის კითხვები სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოებიდან
იყო შერჩეულიდა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა და მოხალისეობა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგებისგან შემდგარმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.