იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით საინფორმაციო პორტალ „ქუთაისი პოსტის“ რედაქციას ესტუმრნენ. მათ ჟურნალისტმა თეკლა მორგოშიამ უმასპინძლა.

მოსწავლეები პორტალის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, სარედაქციო გარემო დაათვალიერეს, ჟურნალისტებს გაესაუბრნენ და შეკითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო თემებზე. „ძალიან საინტერესო ვიზიტია, ჩვენ ვნახეთ და უშუალოდ ჟურნალისტებისგან მოვისმინეთ, როგორ “კეთდება” ახალი ამბები, განსაკუთრებით საინტერესო ბლოგების შექმნაზე მიღებული ინფორმაცია იყო.

საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკუნეში, ვფიქრობ, თითოეულმა მოქალაქემ, რაც შეიძლება, მეტი უნდა იცოდეს მედია საშუალებების, ინტერნეტ პორტალებისა და სოციალური მედიის მუშაობის შესახებ“ – თქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა ანა ტყაბლაძემ ვიზიტის შემდეგ.