2014 წლის 25 დეკემბერს პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის პარტნიორი სკოლების (№102, №107, №186, №192, №171) სამოქალაქო კლუბების 10 მოსწავლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დღის ცენტრს „კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ ესტუმრნენ. ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 55 პირს ემსახურება.
კლუბის წევრები პირადად შეხვდნენ და გაეცნენ შშმ პირებს. მომავალი საქმიანობის სწორედ დაგეგმისთვის მოსწავლეებმა ბენეფიციართა საჭიროებების და არსებული პრობლემების კვლევა ჩაატარეს.
მოსწავლეები შეხვდნენ დღის ცენტრის მენეჯერს და სოციალურ მუშაკს ქეთი გიგინეიშვილს და ფსიქოლოგს ნინო მამულაშვილს. კლუბის წევრებმა მათგან მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იმუშაონ შშმ პირებთან და რა უნდა გაითვალისწინონ მათთან ურთიერთობისას.
კლუბის წევრებმა დაათვალიერეს დღის ცენტრის სახელოსნოები და ბენეფიციარების მიერ შექმნილი სხვადასხვა საინტერესო ხელნაკეთი ნივთები. სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ სტაჟირების კომპონენტის ფარგლებში იგეგმება დღის ცენტრში კლუბის წევრების მოხალისეებად მუშაობა.