საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების სკოლამდელ განათლებას წიგნების სიმცირე აფერხებდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქორეთის საჯარო სკოლის მე10 კლასის მოსწავლეებმა აქცია მოაწყვეს და საბავშვო ბაღისთვის წიგნები და სათამაშოები შეაგროვეს თემში.
ასევე, ჩატარდა ტრენინგი წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე; შეიქმნა ბუკლეტი, რომელიც სკოლასა და თემში გავრცელდა; პრეზენტაციები მომზადდა თანამედროვე მწერლების შესახებ. აქციის მონაწილენი საბავშვო ბაღს ყოველდღიურად სტუმრობდნენ და წიგნებს უკითხავდნენ პატარებს.მცირე გრანტის პროექტი „ვეხმარებით პატარებს!“ განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში