2016 წლის 18 მარტს სამცხეჯავახეთის რეგიონის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი თემაზე – ,,თანამშრომლობა, პარტნიორთა შერჩევის პრინციპები, თანამშრომლობის წესები;;. გაკვეთილი ჩაატარა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლალაზარ აროიანმა პროგრამის ფარგლებში გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის” გამოყენებით.
გაკვეთილის მსვლელობისას კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მათ იმსჯელეს თემის ირგვლივ და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. დამსწრე პედაგოგებმა განიხილეს ჩატარებული გაკვეთილი, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და განმავითარებელი რეკომენდაციები.
პედაგოგებმა გამოთქვეს მომავალში სამოდელო გაკვეთილის ჩატარების სურვილი. გაკვეთილს ესწრებოდნენ სამცხეჯავახეთის რეგიონის პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების 20 სამოქალაქო განათლების პედაგოგი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კოორდინატორი, პარტნიორი ორგანიზაციის „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ და პროგრამის „მომავლის თაობა“ წარმომადგენლები. საგაკვეთილო პროცესი წარიმართა სომხურ და ქართულ ენებზე. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ ორგანიზებული
სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილები, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონში.