2016 წლის 9 სექტემბერს გორის სკოლების მოსწავლეებს ჟურნალისტმა ნინო ჩიბჩიურმა ესეს წერის პრინციპები და სტრუქტურა გააცნო. სულ ცოტა ხნის წინ ქ-ნი ნინო საუკეთესო ესეს ავტორი გახდა და საკუთარი ნამუშევარი თემაზე ,,რელიგია და დემოკრატია” ეგვიპტეში გამართულ კონფერენციაზე წარადგინა.
თეორიული ნაწილის შემდეგ მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაო შეასრულეს. მათ დაწერეს ესები თემებზე: ,,მე-აქტიური მოქალაქე” და “ჩემი როლი საზოგადოებასა და სასკოლო ცხოვრებაში“.
შემდეგ მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები განიხილეს და რეკომენდაციებიც მიიღეს. ღონისძიების დასასრულს საუკეთესო ესეს ავტორი დასახელდა – გორის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე, მარიამ ბუთხუზი, რომელსაც სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
ესეს წერის ტრენინგი ატენის ხეობაში გაიმართა და მასში პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი გორის სკოლების 20-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.