2015 წლის 26 თებერვალს, სახალხო დამცველის ქუთაისის ფილიალის ოფისში, ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ესეების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა. კონკურსში სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; იმერეთის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ფინალში კომპეტენტური ჟიურის წინაშე ესეები თავად ავტორებმა წარადგინეს. ჟიურის წევრებმა სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის რწმუნებულმა მადონა ბასილაძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ნიკოლეიშვილმა, ტელეკომპანია ,,რიონის;; დილის გადაცემის წამყვანმა ნინო ნებიერიძემ და ახალგაზრდული პარლამენტის წევრმა შაკო ჭონიშვილმა სამი გამარჯვებული გამოავლინეს სოფელ სიქთარვას, მთისძირის და რიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები – ანა ტაბატაძე, ირინა ნადირაძე და ხარია ბულისკირი.

გამარჯვებულებს საჩუქრად დიპლომები და წიგნები გადაეცათ. ანა ტაბატაძეს, ასევე სახალხო დამცველის პრიზი გადაეცა.