თბილისის №214 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, შშმ თანატოლების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, სპორტული ასპარეზობა მოაწყვეს კალათბურთსა და ფეხბურთში, რომელშიც მათი სკოლის შშმ მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლაში, ასევე, ჩატარდა ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილები, რომელზეც შექმნილი ნივთები სასკოლო სივრცეში გამოიფინა.

მოსწავლეები ფსიქოლოგსაც შეხვდნენ და ინფორმაცია მიიღეს შშმ პირებთან სწორი ურთიერთობისა და ინკლუზიური განათლების შესახებ, ხოლო კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად შემოქმედებით – შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარეს.

მცირე საგრანტო
პროექტი „ერთად უკეთესია“ განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის
თაობა“ ფარგლებში.