მოგზაურობა  საზანოს ისტორიულ წარსულში   სოფლის  საჯარო სკოლის მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეებმა   სამოქალაქო განათლების პედაგოგის თემურ ჩუბინიძის ინიციატივით დაიწყეს. მოსწავლეებმა ნაკლებად იცოდნენ,  რომ სოფელ საზანოს გამორჩეული ისტორიული წარსული და ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.

სწორედ ამიტომ მცირე გარანტის პროექტს, რომელიც მოსწავლეებმა განახორციელეს ჰქონდა  ორი მთავარი მიზანი: ახალგაზრდებმა გაიცნონ სოფლის ღირსშესანიშნავი ადგილები და მოხდეს  სოფლის ისტორიული ძეგლების – სკანდის ციხისა  და ჩიხორის კოშკის   პოპულარიზაცია. პროექტის განხორციელების პროცესში შეიქმნა სოფლის ახალი რუკა, სკოლაში მოეწყო ისტორიული კუთხე,  სადაც პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მასალები და ფოტოსურათები გამოიფინა.

მოსწავლეების მიერ მომზადდა  ორენოვანი ტურისტული გზამკვლევი სოფელ საზანოს ისტორიული ძეგლების შესახებ. მომზადდა ვიდეო რგოლი პროექტის პოპულარიზაციისათვის და Facebook-ის გვერდზე განთავსდა.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ორი ადვოკატირების კამპანია დაგეგმეს,  სოფლის ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას წერილობით სთხოვეს. ასევე, წერილობით ითხოვეს ისტორიულ ძეგლებთან საინფორმაციო ნიშნულების განთავსება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტურიზმის დეპარტამენტმა მოსწავლეთა თხოვნას მხარი დაუჭირა  და ტურისტულ ძელგებთან უკვე დგას  საინფორმაციო ნიშნულები, უფრო მეტიც, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსწავლეთა იდეა უფრო ფართო მასშტაბები შესძინა, მათ გადაწყვიტეს, რომ საინფორმაციო ნიშნულები მუნიციპალიტეტის ყველა კულტურულ ძეგლთან განათავსონ. გზების რეაბილიტაციასაც მიმდინარე წელს გეგმავენ. ,,სოფელ საზანოს ისტორიულ წარსულში მოგზაურობა’’  ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. სოფელი საზანოს ისტორიული ძეგლები ახლა ტურისტებს ელოდებიან, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება ტურისტულ კომპანიებთან, რომლებიც ტურისტებს მოსანახულებლად  აღნიშნულ ძეგლებს ურჩევენ. ტურისტებს კი   ადგილზე საინფორმაციო ბანერები და მასზე აღნიშნული   ორ ენოვანი ტურისტული გზამკვლევები დახვდებათ.