2015 წლის 23 იანვარს თბილისის N 192 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი შეუერთდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ კამპანიას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი”.
2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლადაა გამოცხადებული საქართველოშო. მოსწავლეებმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დახმარებით C ჰეპატიტთან დაკავშირებული ინფორმაცია მოიძიეს, დაამზადეს პოსტერები, ფლაერები და თბილისის ქუჩებში საინფორმაციო მსვლელობა მოაწყვეს.
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა რუსთაველის მეტროს, თავისუფლების მოედანსა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას C ჰეპატიტის შესახებ დამზადებული საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს და აქციაში ჩართვისკენ მოუწოდეს.
მოსწავლეებთან ერთად მსვლელობაში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.