2015 წლის 15 დეკემბერს სოფლების მისაქციელი, წილკანი, ძველი ქანდა, ქსოვრისი, ჭართალი, ხევსურთსოფელი, ახალდაბა და ჟინვალის სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ ღონისძიებაში „ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია“. „დაბალემისიებიანი სტრატეგიების განვითარების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამა“, რომელიც ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ხელს უწყობს ახალგაზრდებს საინფორმაციო სესიების გზით უკეთ გაეცნონ ენერგოეფექტურ და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებს.

პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ენერგოეფექტურ ღონისძიებებში, რაც წვლილს შეიტანს კლიმატური ცვლილების შენელების პროცესში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის „მომავლის თაობა“ მცხეთა-მთიანეთის პარტნიორი სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეებმა.

მათი შერჩევა მოხდა პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის მხარდაჭერით.