თბილისის №67 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიზნით არაერთ ორგანიზაციასთან წარმატებით ითანამშრომლეს.კომპანიის „პალიტრა L დახმარებით სკოლაში “მწვანე ყუთები” განთავსდა, რომელშიც შეგროვილ მაკულატურაზე გადაცვლილი წიგნებით სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი გამდიდრდა.თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მოსწავლეებს ყვავილების ნერგები გადასცა, რომლებიც მათ სკოლის ეზოს დასუფთავების შემდეგ დარგეს და ტერიტორია გაალამაზეს. სკოლაში, ასევე, ჩატარდა გარემოს დაცვის თემაზე მომზადებული პოსტერებისა და ნახატების კონკურსი, რომლის მიხედვითაც შემდგომში სკოლის კედელი მოიხატა.