ევროპული ენების გაცნობის და ევროპული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში გაიმართა თემატური ვიქტორინა და მომზადდა კედლის გაზეთი. ასევე, ჩატარდა ენის გასატეხების, ესეების, ფოტოებისა და ციფრული ნამუშევრების კონკურსები. „ევროპული ენების დღეების“ ფარგლებში, მოსწავლეები ასევე ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, დაესწრნენ ფილმ „ეჟენი გრანდეს“ ჩვენებას და ევროპული ფილმების კვირეულის ორგანიზატორებს გაუზიარეს მათი შთაბეჭდილებები.