2015 წლის 22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “ედელვაისი” მოსწავლეებმა ევროპის დღე აღნიშნეს. კლუბის წევრების ინიციატივით სკოლაში გამოცხადდა ნახატების კონკურსი თემაზე “საქართველო და ევროპა” და მოეწყო გამოფენა.

კლუბის წევრებმა გამოფენაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები მოიწვიეს, რომლებმაც მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის შესახებ. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ნახატების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინეს და გამარჯვებულებს და კლუბის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფელ ჯიხაშკარის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები სკოლის ადმინისტრაციის და თემის წევრები (სულ 50-მდე ადამიანი).