ბანაკები პარალელურ რეჟიმში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარეობს, რომლებშიც მონაწილეობს 70-მდე სკოლის დირექტორი და მასწავლებელი 11 სხვადასხვა რეგიონიდან.
ბათუმსა და ბორჯომში შეკრებილი მონაწილეები, ხუთდღიანი ბანაკების ფარგლებში, ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას პროექტულ სწავლებაზე, მოსწავლეებში ლიდერული უნარ-ჩვევების გაზრდაზე და სხვადასხვა სასწავლო მეთოდოლოგიებზე, რაშიც მათ მოწვეული ფასილიტატორები დაეხმარებიან. ასევე, იმუშავებენ ინტეგრირებულ საგაკვეთილო გეგმებზე და ციფრული მასალების სასწავლო პროცესში ინტეგრაციაზე.