საბჭოს წევრებს პროგრამის დირექტორმა – მარინა უშვერიძემ წარუდგინა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა და კერძო სექტორის ჩართულობით მიღწეული შედეგები. ასევე, ჩვენი პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა – ელენე ჩხეიძემ მიმოიხილა პარტნიორობის შესაძლებლობების შეფასება (Rapid Partnership Appraisal).საბჭოს წევრები გაეცნენ განვლილი აკადემიური წლის მანძილზე ბიზნესსექტორის თანამშრომლობას სკოლებთან და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.