მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 12 პროექტი წარუდგინეს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ და გარემოსდაცვით თემებს ეხება. მოსწავლეების მიზანი იყო მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანკების პოვნა, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროექტების განხორციელებაში.
ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის პეციალისტმა ელენე ჩხეიძემ. ასევე, საკუთარი კომპანიების CSR აქტივობების შესახებ ისაუბრეს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეგულირების სამსახურის უფროსმა ანა თაქთაქიშვილმა და „სილქ ჰოსფითალითის“ ადამიანური რესურსების მართვის ჯენერალისტმა ლიზი გეჯაძემ.
კახეთის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია „მედია ცენტრი კახეთი“.