დღეს თელავში ახალგაზრდები გაერთიანდნენ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. დღევანდელი საქველმოქმედო აქცია ორგანიზებულია პროგრამის „მომავლის თაობა“ კახეთის რეგიონის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის „თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მიერ.
აქციას შეუერთდნენ პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი კურდღელაურის, კონდოლის და კისისხევის სკოლების მოსწავლეები. ამ მომენტისთვის თელავში მიმდინარეობს საქველმოქმედო კონცერტები გამგეობის და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდული მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.
აქცია დაიწყო სულ რაღაც 2 საათის წინ და ამ დროისათვის უკვე შეგროვილია 800 ლარზე მეტი. დღის ბოლოს აქცია გადაინაცვლებს დასვენების პარკში “ნადიკვარი” და გაგრძელდება გვიანობამდე.
ახალგაზრდები მთელი დღის განმავლობაში ქალაქში ავრცელებდნენ ინფორმაციას აქციის შესახებ და ასევე შემოწირულობის ყუთის მეშვეობით აგროვებდნენ თანხებს.