2015 წლის 8 აპრილს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეთა ინიციატივით   მოეწყო დასუფთავების აქცია. მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ახლომდებარე ტყე დაასუფთავეს.

აქციას თან საინფორმაციო კამპანიაც ერთვოდა. კლუბის წევრებმა თემში  საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს, დაამზადეს სპეციალური აბრები  და იმ ადგილებში განათავსეს, სადაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრის.

დასუფთავების აქცია  ჩატარდა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International,   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“.